გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

15-12-2022

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა.


შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.


ფინანსთა მინისტრმა უნგრელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და 2023 წლის მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრები.


შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით უნგრეთის მხარდაჭერას. საუბარი შეეხო ევროკავშირის საინვესტიციო პოლიტიკის საფლაგმანო პროექტებს.


ელჩმა დააფიქსირა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.