გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში უაქციზო სიგარეტის შენახვა -გადაზიდვის 5 ფაქტი გამოავლინა

6-07-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  ხუთი  ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის და „PARLIAMENT“- ის ფირმის თამბაქოს  ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 4 290  კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  23 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.