გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა ლანჩხუთში კონცერტი გამართა

20-12-2022

ხელოვნების აკადემიის რექტორმა, პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა ლანჩხუთში კონცერტი გამართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

პიანისტის ვიზიტი ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის წარმატებას ეძღვნება, რომელმაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტში - ,,რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამა"გაიმარჯვა და საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა.

 

ასევე, ვიზიტის ფარგლებში ვალერიან შიუკაშვილი სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებეს მასტერკლასებს ჩაუტარებს.