გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ზაალ ანჯაფარიძე: ზელენსკის განსასჯელი არაა საქართველოს რა შეეფერება და რა არა, სჯობს ეს შეფასება საკუთარ ქვეყანას მიუყენოს

20-12-2022

,,ზელენსკის მიმართვა სააკაშვილის გათავისუფლებაზე არის მიშისტების ბოლო ან ბოლოსწინა "გასროლა." ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით.

 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ზელენსკი საქართველოში, რომ აგზავნიდა სააკაშვილს ხელისუფლების დასამხობად არც ეს შეეფერება უკრაინას.

 

,,ზელენსკის მიმართვა სააკაშვილის გათავისუფლებაზე არის მიშისტების ბოლო ან ბოლოსწინა "გასროლა." ბაიდენიღა დარჩათ ...რეზერვში ისე, ზელენსკის განსასჯელი არაა საქართველოს რა შეეფერება და რა არა, სჯობს ეს შეფასება საკუთარ ქვეყანას მიუყენოს. აქ რომ კონტეინერით გვიგზავნიდა მის ხელქვეითს და მისი ქვეყნის მოქალაქეს აქაური ხელისუფლების დასამხობად, ეს შეეფერება უკრაინას?’’, - წერს ანჯაფარიძე.