გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

23-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე უძღვებოდა.


დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად,  2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს.


ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით განისაზღვრა და მთავარ პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები რჩება.


საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.