გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: იორდანიაში, წმინდა მიწაზე, საქართველოს გადმოეცა 4000 კვადრატული მეტრის მიწა, ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები

27-12-2022

იორდანიაში მოგეხსენებათ რომ გადმოეცა საქართველოს, წმინდა მიწაზე, 4000 კვადრატული მეტრის მიწა, ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტი უახლოეს პერიოდში განხორციელდება.


„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის თაობაზე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ წელს წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, კერძოდ იორდანიაში მოგეხსენებათ რომ გადმოეცა საქართველოს, წმინდა მიწაზე, 4000 კვადრატული მეტრის მიწა, ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე - მას შემდეგ როგორც კი ავიღებთ სამშენებლო ნებართვას, ქართული კულტურის და სულიერების ცენტრის მშენებლობას, ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე -ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამას ძალიან მალე განვახორციელებთ", - განაცხადა პრემიერმა.