გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურამ მაჭარაშვილი: მედიის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმი ეფექტური იქნება და პროცესი წლები არ გაიწელება

31-12-2022

მედიის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმი ეფექტური იქნება და პროცესი წლები არ გაიწელება, - ამის შესახებ „პოსტივის“ ეთერში, „დიდ გადაცემაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ არასამთავრობო და მედიის სექტორის შესახებ წარდგენილი კანონპროექტები მცირე ხანში ორივე მიმართულებას დაარეგულირებს.


„გარდა სოლიდური ჯარიმებისა, რომლებიც დასავლეთში უკვე პრაქტიკაშია და ჩვენთანაც ასე იქნება, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ როდესაც ტელეკომპანია ტყუილებისთვის რამდენჯერმე დაჯარიმდება, ფინანსებთან ერთად, საზოგადოებაში მისი რეპუტაციაც ილახება. ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს უნდათ, რომ ყველაფერი ცუდად იყოს და ყველაფერში ზიანი დაინახონ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტები მცირე ხანში ორივემი მართულებას დაარეგულირებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.