გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

31-12-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ  უწყების 70  თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და  სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.   ღონისძიებას დაემატა კიდევ ერთი ნომინაცია  - „საუკეთესო პროექტი“ , რომელიც  საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის infohub.rs.ge-ს  შექმნისთვის მეთოდოლოგიის, იურიდიული, ანალიტიკური, დავების, მომსახურების, ფინანსური, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისადა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების15 თანამშრომელს გადაეცა.


,, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს.   გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და  წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია  მონაწილეობა მივიღო დღევანდელი დაჯილდოების  ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და სანიმუშო თანამშრომლობისთვის,“-აღნიშნა ლევან კაკავამ.


დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ირაკლი შარტავა,  ვლადიმერ ხუნდაძე, ლევან წითელაშვილი, პაატა კილაძე და  სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.