გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ალილოს მსვლელობა მოეწყო

7-01-2023

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლანჩხუთში ტრადიციული ალილო მოეწყო.

ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა მერაბ კოსტავას  სახელობის ქუჩიდან დაიწყეს. მათ შუხუთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი საბა, მრევლთან ერთად შეუერთდა.

 

 ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მეალილოეებს მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველმა  მოადგილე ეკატერინე  გუჯაბიძემ, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა მაია ლომთაძემ  მიულოცეს.

 

შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.

 

"ქრისტეშობას ვულოცავ ლანჩხუთს და სრულიად საქართველოს. დაე, ჩვენს გულებშიც იშვას ქრისტე. სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ.  მრავალს დაესწარით!" - აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.