გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

10-07-2018

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, დანით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. 

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით დაიწყო, რას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად დაიჭრა არასრულწლოვანი, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება.

"ინტერპრესნიუსი"