გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელი ცნობილ მეცნიერს ივანე კიღურაძეს დაბადების დღეს ულოცავს

12-01-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს ივანე კიღურაძეს 86 წლის იუბილეს ულოცავს.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ბატონო ივანე, მთელი გულით გილოცავთ 86 წლის იუბილეს!

ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც თქვენი ღირსეული მოღვაწეობით მეცნიერების განვითარებაში შეგაქვთ.

 

თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს დიფერენციალური განტოლებებისა და სასაზღვრო ამოცანების კვლევის მიმართულებით მრავალი ღირებული ნაშრომი მოგვეპოვება, რომელზეც, მჯერა, კიდევ არაერთი სასახელო მეცნიერთა თაობა აღიზრდება.

განსაკუთრებით მინდა, გამოვყო თქვენი როლი ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის განვითარების საქმეში. ინსტიტუტის დირექტორობის პერიოდში თქვენ მართლაც უდიდესი შრომა გაწიეთ.

 

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.“