გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოზარ სუბარი: ბოლო კვირაში ლოს-ანჯელესის პოლიციამ დაკავებისას სამი ადამიანი მოკლა - რაო ევროპარლამენტმა, მკაცრად დაგმო „დემოკრატიული უკუსვლა“? და ქართველმა „უფლებადამცველებმა“? ბროუდერმა უკვე შექმნა ლოს-ანჯელეს-მაგნიტსკის სია?

14-01-2023

„ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ლოს-ანჯელესში, დაკავებისას მოკლული ადამიანების შესახებ წერს და სვამს რიტორიკულ კითხვას - გამოეხმაურნენ თუ არა ფაქტს ქართული ან უცხოური ორგანიზაციები.


„ბოლო კვირაში ლოს-ანჯელესის პოლიციამ, დაკავებისას, სამი ადამიანი მოკლა - ორი აფრო და ერთი ლათინოამერიკელი. რაო ევროპარლამენტმა, მკაცრად დაგმო „დემოკრატიული უკუსვლა“? და ქართველმა „უფლებადამცველებმა“? Freedom House-მა? Human Rights Watch-მა? Amnesty International-მა? ბილ ბროუდერმა უკვე შექმნა ლოს-ანჯელეს-მაგნიტსკის სია? თუ ანგელოზების ქალაქს არ ვერჩით?“, - წერს სოზარ სუბარი.