გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბავშვის მდგომარეობა, რომელიც წუხელ ჩოხატაურში ველოსიპედით ბოძს დაეჯახა, მძიმეა

10-07-2018

დაბა ჩოხატაურში მცხოვრები 9 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც წუხელ დაბაში ველოსიპედით სეირნობისას ელექტრო ბოძს დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ჩოხატაურიდან აცნობეს. ბავშვი ჩოხატაურის "მედალფას" კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

როგორც კლინიკის მენეჯერი, ანტონ ხუნდაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პაციენტის მდომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, თუმცა სტაბილური.

ხუნდაძის თქმით, ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

9 წლის გ.დ, რომელსაც ველოსიპედი სამი დღის წინ მშობლებმა შეუძინეს, ამავე ველოსიპედით სეირნობისას, წუხელ მძიმედ დაშავდა.

დაშავებულის ახლობლის თქმით, ბავშვი სახლიდან სასეირნოდ გამოვიდა, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს კი, დაღმართში მიმავალმა თავის შეკავება ვერ შეძლო და ბოძს დაეჯახა.

newposts