გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

15-01-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ბუბა კიკაბიძემ, როგორც გამორჩეულმა კინომსახიობმა და მომღერალმა, ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი შემოქმედება“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.


ცნობისთვის, კინომსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.