გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა

10-07-2018

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა. როგორც საცხოვრისის ერთ-ერთმა ბინადარმა განაცხადა, ახალგაზრდა გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. 
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს აქვს ტვინის შერყევა, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რა გახდა ახალგაზრდა გოგონას შენობიდან გადმოვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

"ინტერპრესნიუსი"