გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

16-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ხუთი საკითხი განიხილეს.


განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" შორის „სკრას ქარის" ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე", რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრას ქარის" ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.


ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 23,3 მლნ აშშ დოლარია.