გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

17-01-2023

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯეი კოლინზს შეხვდა.


პრემიერ-მინისტრმა Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.


განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე საქართველოში გლობალური ბიზნესსერვისცენტრის გახსნის შესაძლებლობა.


Citigroup უმსხვილესი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის, აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. კომპანიაში 210 000 ადამიანია დასაქმებული, მისი შემოსავალი კი, 2021 წლის მონაცემებით, 71 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.