გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით მათიკაშვილი: მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს ისევ ქართველებისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის იქნება კარგი

18-01-2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თავის დროზე ფრენების გაუქმება, აკრძალვა გარკვეული სანქციის სახით იყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ.“

 

მათიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს ისევ ქართველებისთვის იქნება კარგი.

 

„შევახსენებ საზოგადოებას, რომ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს რა თქმა უნდა ისევ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის იქნება კარგი“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.