გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფაქტებით გამყარებას საჭიროებს ბრალდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილისწამებაა, ანუ სანქციების გვერდის ავლა - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს

20-01-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა დაუშვებელია და აღნიშნულ საკითხს ის არ მიესალმება.


ხაინდრავას თქმით, სალომე ზურაბიშვილს მსგავსი განცხადების გაკეთება არ ეკადრება:


„ქ-ნო პრეზიდენტო! ვიდრე საკუთარი ქვეყნის მთავრობას საჯარო პრეტენზიას განუცხადებთ, იქნებ მარტივ ჭეშმარიტებაში გაერკვიოთ, რომ: ფაქტებით გამყარებას საჭიროებს ბრალდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილისწამებაა - ანუ სანქციების გვერდის ავლა! არ გეკადრებათ!“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.