გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2023 წლის დასაწყისში კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები

27-01-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების ტენდერები.

მიმდინარე წლის დასაწყისში დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება:

 

- ქალაქ კასპში, ქარწისის დასახლებაში ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია;

 - ქალაქ კასპში ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა;

 

- ქალაქ კასპში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიატაცია;

 

- ქალაქ კასპში გორგასლის ქუჩის გზის რეაბილიტაცია;

 

- ქალაქ კასპში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე;

 

- ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია /მოასფალტება;

 

- კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ გამდლისწყაროს ბოლომდე ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა.

"ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მერიასა და მშენებელ ორგანიზაციას შორის დაიდება ხელშეკრულება და შესაბამისად დაიწყება სამუშაოები.

 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას" - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.