გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თამთა მეგრელიშვილი კინზინგერზე: როდესაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხარ, სულ მცირე, ის მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, რომ 15 წელია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს და ელჩის დაბარება შეუძლებელია

27-01-2023

კინზინგერის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლობისტებს წარმოდგენაც არ აქვთ საქართველოზე, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

 

მისივე თქმით, კინზინგერმა, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ელჩს ვერ დაიბარებს, რადგან 15 წელია, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

 

„ნათელია, რომ ქვეყნის შიგნით - „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის გარეთ - მისი ლობისტები, ცდას არ აკლებენ, რომ საქართველო კონფლიქტის მეორე მხარე გახდეს და ომში ჩაერთოს. ფაქტია, რომ ლობისტებს, რომლებიც ჩართულები არიან ანტისახელწმიფოებრივ ქმედებებში, წარმოდგენა არ აქვთ ქართული სახელმწიფოს საჭიროებებსა და ჩვენ საზღვრებზე - მეზობლებზე. როდესაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხარ, სულ მცირე, წაკითხული მაინც უნდა გქონდეს, ინფორმირებული მაინც უნდ აიყო იმასთან დაკავშირებით, რომ 15 წელია, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და ელჩის დაბარება შეუძლებელია. კარგი იქნებოდა, ეს შეგვეძლოს, მაგრამ, ამ მოცემულობით, შეუძლებელია“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

 

ცნობისთვის, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ელჩი?“.