გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ჟინვალის წყალსაცავსა და ბაზალეთის ტბაზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

12-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.


მცხეთა-მთიანეთის გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჟინვალის წყალსაცავზე 6 ერთეული სახლართი ტიპის ბადე და ერთი ერთეული ე.წ. გოდორი, ხოლო ბაზალეთის ტბაზე, 100 მეტრი სახლართი ბადე და 8 ერთეული ე.წ. გოდორი ამოიღეს.


დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბადეში გახვეული თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს.
გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რაზედაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახური რეაგირებას მოახდენს.