| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
4-02-2023
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ ქვეყანაში აშშ-ის ელჩს, ჯეფრი ფლეიკს მიმართა და მოუწოდა, „შორს ჰქონდეს ბინძური ხელები თურქეთისგან“. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი ჩამოდის თურქეთში, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება თურქეთში გადატრიალების მოწყობა. ეს თურქეთისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. ისინი აწყობენ ელჩების შეხვედრებს და ცდილობენ, სხვა ქვეყნების ელჩებს რჩევები მისცენ. ამავეს აკეთებენ ევროპის ქვეყნებში, ევროპას აშშ-ის საელჩოები მართავენ. მივმართავ ელჩ ჯეფრი ფლეიკს: ვიცი, რომელ ჟურნალისტებთან გაქვთ ურთიერთობა. შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან. ყველაფერი ნათელია, მე კარგად ვიცი, რას აკეთებთ და რა ნაბიჯებს დგამთ“, - განაცხადა სულეიმან სოილუმ.
მანამდე აშშ-ის საელჩომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე სტამბოლში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების გამო. მოგვიანებით, აშშ-ის საელჩოს გაფრთხილების საფუძველზე, ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებმაც გაავრცელეს.
2-03-2026