გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

თამთა მეგრელიშვილი ვანო მერაბიშვილზე განცხადებაზე: არც არაფერი შეცვლილა და არც არაფერი გასწორებულა. ისევ მერაბიშვილები, ახალაიები, კოდუები და მეგისები გვემუქრებიან გატყავებით

13-02-2023

 ხაბეიშვილის პატრონი ავანსცენაზე გამოვიდა. ის, ვინც ქურქუმალვაითს ფლობს, მაგრამ თავად კეზერაშვილის საკუთრებაა, აი ხერხემალს რომ უწოდებდნენ და უკეთეს შემთხვევაში კუდუსუნის ძვალი რომ გამოდგა, გუშინ კიდევ ერთ თაღლითს, ფეიგინს უმტკიცებდა, რომ საქართველოში ხელისუფლებას მალე შევცვლითო - წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადების შესახებ.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არაფერი შეცვლილა და ისევ ახალაიები,კოდუები და მეგისები გვემუქრებიან გატყავებით.


"ხაბეიშვილის პატრონი ავანსცენაზე გამოვიდა. ის, ვინც ქურქუმალვაითს ფლობს, მაგრამ თავად კეზერაშვილის საკუთრებაა, აი ხერხემალს რომ უწოდებდნენ და უკეთეს შემთხვევაში კუდუსუნის ძვალი რომ გამოდგა, გუშინ კიდევ ერთ თაღლითს, ფეიგინს უმტკიცებდა, რომ საქართველოში ხელისუფლებას მალე შევცვლითო. დიახ, არც არაფერი შეცვლილა და არც არაფერი გასწორებულა. ისევ მერაბიშვილები, ახალაიები, კოდუები და მეგისები გვემუქრებიან, ისევ გატყავებით"- წერს მეგრელიშვილი Facebook - ზე.