გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვანდალიზმს ხელოვნებად რომ წარმოაჩენთ და საკუთარი პრეზიდენტობის ხანას საბჭოთა სისხლიანი რეპრესიების დროდ, კი უნდა დაფიქრდეთ სირცხვილი რა არის - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილზე

13-02-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეროვნულ გალერეასთან გამართულ, სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები მხატვრის წინააღმდეგ მას სხვა ეპოქას ახსენებს და თანამედროვე საქართველოს არცხვენს.


„ვანდალიზმს ხელოვნებად რომ წარმოაჩენთ, სახელმწიფოს მოვალეობას, დაიცვას ეროვნული საგანძური ვანდალებისგან, შიშებად შეაფასებთ, ხოლო საკუთარი პრეზიდენტობის ხანას, საბჭოთა სისხლიანი რეპრესიების დროდ, კი უნდა დაფიქრდეთ სირცხვილი რა არის, ქ-ნო პრეზიდენტო!“, - წერს კინორეჟისორი.