გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ქუთაისის მერია 238 ათასი ლარის საახალწლო განათებებს შეიძენს

30-11-2017

ქუთაისში საახალწლოდ, 70 ახალი მანათობელი ფიგურა განთავსდება. აღნიშნულის შესყიდვა–მოწყობაში ქუთაისის მერია ექსკლუზიური ხელშკრულების საფუძველზე  238 ათას ლარს გადაიხდის.  ახალი საახალწლო ფიგურები განთავდება ფალიაშვილის, თამარ მეფის, ბუხაიძის, გრიშაშვილის,  წმინდა ნინოს და  რუსთაველის ქუჩებზე.

 საახალწლო ფიგურების მონტაჟისათვის  2017 წლის 6 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რის შემდეგაც გადაწყდა  ახალი მანათობელი ფიგურების ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდვა–მონტაჟი.

გარდა ამისა, საახალწლოდ ქალაქის მორთვისათვის ქუთაისის მერიამ 50 781  ლარის ტენდერი გამოაცხადა. ამ შემთხვევაშიც პირველად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა და მერიას გამარჯვებულის გამოსავლენად ტენდერის განმეორებით გამოცხადება დასჭირდა.  




წყარო: newpress