გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლინკოლნ მიტჩელი: დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის გადამეტებები და დანაშაულები

16-02-2023

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.


„დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის გადამეტებები და დანაშაულები. ბევრმა დასავლელმა ლიდერმა იმის ნაცვლად, რომ დაესვა კითხვა როგორ დაუშვეს შეცდომა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, გადაწყვიტეს, რომ უფრო ადვილია იფიქრონ თითქოს მიშა დიდი დემოკრატი იყო“, - წერს მიტჩელი.