გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ტყიბულში დაშავებული მეშახტეებიდან 2 თბილისში გადაჰყვათ

16-07-2018

ტყიბულის შახტაში დაშავებული მეშახტეებიდან ორი სამკურნალოდ თბილისში გადაჰყავთ. 
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენების კი შედარებით მსუბუქია.
„5 პაციენტია შემოყვანილი, ხუთივე დამწვრობით და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობით. აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა, მესამე შედარებით მსუბუქი, დანარჩენი ორი კი მსუბუქი. ერთი უკვე წაიყვანეს თბილისში, მეორეს ახლა წაიყვანენ, მესამე საეჭვოა, წაიყვანონ თუ არა. ორი ჩვენთან განაგრძობს მკურნალობას.
ამჟამად მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია“- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მოხდა დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში. 

შემთხვევის შედეგად დაღუპულია ოთხი პირი, ხოლო სხეულის სხვადასხვა სახის, მათ შორის თერმული დაზიანება ექვსმა პირმა მიიღო.