გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპში, ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

17-02-2023

ქალაქ კასპში, ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება.

 

ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ქვენიფლენი“ შეასრულებს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა.

 

ე.წ. „ქარწისი -“ს დასახლებაში მდებარე ქუჩის სიგრძე 1480 გრძივი მეტრია, პროექტის ღირებულება 534 999 ლარი, ხოლო სამუშაოების დაფინანსების წყარო რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი.

 

,,ხეთაგუროვის ქუჩის ძირითადი მისასვლელი აღმართი, მოუწყობელი და გადაადგილებისას მუდმივად პრობლემური იყო 2021 წელს მოვაწყეთ. პარალელურად კი მომზადდა ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი. დასრულებული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას კეთილმოწყობილი ქუჩით გადაადგილებას შეუწყობს ხელს” - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.