გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რომან გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

17-02-2023

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  რომან გოცირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან პირად ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.


„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.


მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, - წერს გოცირიძე.