გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯოზეფ ბორელი: ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად

17-02-2023

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.


"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.


საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.


ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად",-აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.