გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მესტიაში 77 წლის მამაკაცის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

30-11-2017

მესტიის მუნიციპალიტეტში 77 წლის მამაკაცის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ნაცემი მამაკაცი მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 27 ნოემბერს, სოფელ ლენჯერში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

მესტიის საავადმყოფოს მენეჯერის თეზო ჩართოლანის ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა და ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ეცერიდან იყო. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

შს სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: reginfo.ge