გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

22-02-2023

კასპის მუნიციპალიტეტში   საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.  ამჯერად  ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „დინგრუპს“ შორის გაფორმდა, რომელიც კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტებას ითვალისწინებს.


სამუშაოები 1 500 გრძივ მეტრზე განხორციელდება. პროექტის ღირებულება 840 008 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.


„2021 წელს წერეთლის ქუჩა ნაწილობრივ მოასფალტდა რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსაწესრიგებელი იყო.  2022 წელს კომუნიკაციების სრულად მოწესრიგების შემდეგ  შესაძლებელი გახდა ქუჩის სრული რეაბილიტაციის დაწყება. ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს მოსახლეობისა და ტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილება-“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა  ვახტანგ მაისურაძემ.