გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

23-02-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 93 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 14 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი).


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.