გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს

23-02-2023

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. 


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. 
 
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. 


მათ ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და უკვდავი მაგალითი დაუტოვეს ყველა მომავალ თაობას. 


საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. ყველა ჩვენგანის მთავარ საზრუნავად და ამოცანად რჩება ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, საქართველოს დაბრუნება საერთო ევროპულ ოჯახში.მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს", - აღნიშნავს პრემიერი.