გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის სამინისტრო "ტვ პირველს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

26-02-2023

თავდაცვის სამინისტრო „tv პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელევიზიით გაშუქებული მასალა „თავდაცვის სამინისტროს არამიზნობრივ ხარჯებთან“ დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება.


„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მორიგ მიკერძოებულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს შესახებ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ პირადად თავდაცვის მინისტრმა უკვე ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საზოგადოებისთვის, რომ სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ხორციელდებოდა ცალკეული საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში დელეგაციების მასპინძლობის, საზღვარგარეთ ვიზიტებისას, საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის თუ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საჩუქრების გადასაცემად და ასევე, ცხადია წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების წახალისების მიზნით, რაც ყველა შემთხვევაში ხორციელდებოდა კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული წესით.


ტელეკომპანიას მარტივად შეეძლო მოეძებნა ინფორმაცია, მაგალითად საახალწლოდ ბავშვებისთვის სასაჩუქრე კალათების გადაცემის სრულიად საჯარო ღონისძიების შესახებ და ენახა ერთ-ერთი მაგალითი, თუ რაში იქნა წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეული, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგისთვის შესაბამის ახალ ამბებს ავრცელებენ და საერთოდ არ ითვალისწინებენ უწყებაში მიმდინარე სხვადასხვა სიახლეებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


საქმე ეხება ნოდარ მელაძის „შაბათის გუნდის“ მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტებს, რომლებიც ტელეკომპანიის მტკიცებით, ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯვაზე მიანიშნებდა.