გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

პატრიარქი დაღუპული მაღაროელების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

17-07-2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე 16 ივლისს გარდაცვლილი მაღაროელების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მინდელის მაღაროში ა.წ. 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო აღვავლენთ ლოცვას, რათა მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სავანესა მართალთასა დააწესოს ლაშა ფორჩხიძის, ბადრი (ბაჩო) ქარქაშაძის, მიხეილ (მიხო) გამეზარდაშვილის, მურმან ლილუაშვილის უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ჭირსა შინა მხნეობა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

16 ივლისს ტყიბულის შახტაში მომხდარი მორიგი აფეთქების შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა ექვსი კი დაშავდა. მათგან 5 მკურნალობას თბილისის კლინიკებში აგრძელებენ. ორი მეშახტის მდგომარეობა, რომლებიც დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან, მძიმეა. 

"ინტერპრესნიუსი"