გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სარფში ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

1-03-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მ.უ.-ს  მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები, ასევე ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები ( საერთო წონით 6 261 გრამი ), ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალი მჭიდით და 113 ცალი ვაზნა.  


სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი  ავტომობილის საბარგულში მალულად ჰქონდა განთავსებული.


არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090  ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.