გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსთავში 4 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

18-07-2018

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ტოიოტას მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 წლის გოგო დაშავდა. მძღოლმა, რომელიც საჭეს მართავდა, დაშავებული საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა კლინიკა რუსთავში.

"ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, რომ მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება "ამჟამად პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, ესაჭიროება დაკვირვება დინამიკაში და უტარდება აუცილებელი კვლევები"-განუცხადა ექიმმა თეონა ბაღაღოშვილმა ინფო რუსთავის ჟურნალისტს.

inforustavi