გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლანჩხუთში მყოფი ნოე ჟორდანიას შთამომავალი ლორა დე რეალსი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა

2-03-2023

ნოე ჟორდანიას შთამომავალი ლორა დე რეალსი დღეს ლანჩხუთში იმყოფებოდა.

 

ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და აღნიშნა: „ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის თქვენთან შეხვედრა. ნოე ჟორდანიას უდიდესი როლი მიუძღვის ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში და ჩვენ მუდამ პატივს მივაგებთ მისი სახელს. სასიამოვნო იქნება, თუ ეს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება".

 

„ჩემს მეუღლესთან, დედასთან და მეგობართან ერთად ჩამოვედი. პირველად ვარ საქართველოში. ძალიან მაინტერესებდა ნოე ჟორდანიას ლანჩხუთში ცხოვრების შესახებ და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა აქ, თქვენ შეგხვედროდით" - განაცხადა შეხვედრისას სტუმარმა.

 

შეხვედრის შემდეგ სტუმრები ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზეუმს ეწვივნენ, ასევე დაათვალიერეს ჭადრაკის სკოლა, სადაც 14-19 მარტს ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.