გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ

6-03-2023

დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ და ამისათვის, დიახაც ვახდენთ გავლენას პროცესებზე და ადამიანებზეც, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


ანჯაფარიძის განცხადებით, ევროპულ ოჯახში, საითაც საქართველო მიისწრაფვის, ტერმინ “აგენტს” მძაფრი უარყოფითი დატვირთვა არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერმინის ჩასანაცვლებლად კომპრომისის მიღწევა შესაძლებლად მიაჩნია.


“როგორც ვატყობ, კანონპროექტი უცხოელ აგენტებზე პირველ მოსმენაზე მაინც გავა. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებიდან შემიძლია გამოვიტანო ვარაუდი, რომ მზად არიან ქართველებისთვის მსუსხავი ტერმინი „აგენტი“ სხვა სახელდებით ჩაანაცვლონ. შესაბამისად, კომპრომისის ფანჯარა გახსნილია.


არ ვარ დარწმუნებული რომ მეორე მხარე მას ხედავს. ზოგადად, ევროპულ ოჯახში, საითკენაც ვილტვით, ტერმინ აგენტს ასეთი მძაფრი უარყოფითი დატვირთვა არა აქვს როგორც ჩვენთან. ესეც მიანიშნებს რაღაც-რაღაცეებზე. ისე კი, დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ, და ამისათვის დიახაც ვახდენთ გავლენას პროცესებზე და ადამიანებზეც”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.