გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გია აბაშიძე: ის, რომ ქართული სამყაროს დიდი ხნის არჩევანია ქრისტიანობით და ღირსებით ევროპაში, ვერავინ მოგვედავება

8-03-2023

საგარეო "კეთილისმსურველთა" ვერაგი ფლანგიდან რწმენა, სამშობლო, ოჯახი ნებისმიერი თავისუფალი ადამიანის სათუთი ფასეულობებია. მათი ურყევი დაცვა არც რუსეთუმეობაა, არც ანტიდასავლურობა და არც მით უმეტეს კლიენტელიზმი - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.

 

„რწმენა, სამშობლო, ოჯახი ნებისმიერი თავისუფალი ადამიანის სათუთი ფასეულობებია. მათი ურყევი დაცვა არც რუსეთუმეობაა, არც ანტიდასავლურობა და არც მით უმეტეს კლიენტელიზმი. მათი შებღალვა არცერთ უღირსს შერჩება რა პოლიტიკით თუ სლოგანით არ უნდა შეფუთოს თავდასხმის მცდელობა.

 

ის, რომ ქართული სამყაროს დიდი ხნის არჩევანია ქრისტიანობით და ღირსებით ევროპაში, ვერავინ მოგვედავება საგარეო "კეთილისმსურველთა" ვერაგი ფლანგიდან. #ღირსებითევროპისკენ“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.