გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ლორთქიფანიძე: ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის

9-03-2023

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ის ყურადღებას ამახვილებს გიორგი ვაშაძის ქმედებებზე, რომელმაც, აქციის მონაწილეებს პარლამენტის ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა.

 

როგორც ლორთქიფანიძე წერს, იმ დროს, როდესაც შეკრებილი ადამიანები ბეწვის ხიდზე დგანან, ვაშაძეს ელემენტარული პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ასევე ითხოვს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევას, რათა ქვეყანაში მღელვარება აღარ იყოს.

 

„ამ კანონპროექტის ავტორები, ინიციატორები, მხარდამჭერები და პოპულარიზატორები საქართველოს გაუბედურების ხელმოწერნი, მილიონობით ადამიანის ნერვების დამთხრელნი და სიმშვიდის დამრღვევნი ხართ!!! ამად გიღირდათ, ეს არსაიდან მოსული და მოჩმახული ინიციატივა?!!! სამარცხვინოებო! პარალელურად კი, ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის. ელემენტარული პასუხისმგებლობა ხომ უნდა გქონდეს, როდესაც ბეწვის ხიდზე დგას ამდენი ადამიანი! გაიწვიეთ კანონპროექტი!!!“ - წერს ლევან ლორთქიფანიძე.