გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი დეკემბერთან შედარებით 5.2 პროცენტით შემცირდა

9-03-2023

მიმდინარე  წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით შემცირდა.

 

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

 

საქსტატის ცნობითვე, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.