გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენა უპრეცედენტო თავშეკავება და პროფესიონალიზმი - მამუკა მდინარაძე

9-03-2023

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს და 7-8 მარტის აქციაზე მყოფ თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის.


„მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენა უპრეცედენტო თავშეკავება და პროფესიონალიზმი. თითოეულ ჩვენს აქტივისტს, თუ მომხრეს, ვინც გმირულად აიტანა უპრეცედენტო ბულინგი, გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ფეიკკამპანიით, ყველაზე ამაზრზენი ბრალდებით და დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე! თითოეულ ადამიანს, თუნდაც მას, ვინც გულწრფელი პროტესტი გამოხატა და არ აჰყვა რადიკალიზმს, რომელსაც შეიძლებოდა უბედურებამდე, ქაოსამდე და ადამიანების, ახალგაზრდების თუ პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდეს რისკებამდე მივეყვანეთ, რომელიც ომის პარტიის ერთადერთი ოცნებაა. ჩვენი ოცნება კი ორ ფეხზე მყარად მდგარი, ღირსეული, ადამიანზე ორიენტირებული, მშვიდობიანი და განვითარებული საქართველოა, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, - წერს მდინარაძე.