გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ანდრია გვიდიანი კანადაში უცხოური გავლენის შექმნაზე: კანადაშიც მიიღებენ, ევროპარლამენტშიც განხილვაშია და ყველა ქვეყანა გააცნობიერებს, რომ მათი სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია და დაინერგება ასეთი კანონები

11-03-2023

ექსპერტი ანდრია გვიდიანი კანადური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრით, მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.

 

გვიდიანის თქმით, ყველა ქვეყანა გააცნობიერებს, რომ მათი სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია და დაინერგება ასეთი კანონები.

 

„კი, კი, აბა რა - კანადაშიც მიიღებენ, ევროპარლამენტშიც უკვე განხილვაშია და ისიც მალე წამოეწევა, ყველა ქვეყანა გააცნობიერებს, რომ მათი სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია და დაინერგება ასეთი კანონები. მერე ჩვენც ცოტა ტვინს ძალას დავატანთ, გონებას დავძაბავთ და მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც მოემსახურება ქართულ ინტერესებს.

 

P.S. - ხო, მერე ვიღაც-ვიღაცეებს მაგრა შეგრცხვებათ, როცა აღმოაჩენთ, რომ ცხვრების ფუნქცია შეგასრულებინეს, გამოგიყვანეს და სიგიჟეები გაყვირეს“- წერს ანდრია გვიდიანი.