გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თინათინ გვენეტაძე GIZ-ის წარმომადგენელი: გამოფენა ძალიან წარმატებული იყო, ბევრი ვიზიტორი დაინტერესდა საქართველოს ტურისტული პროდუქტებით

11-03-2023

ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სათავგადასავლო დარბაზში საქართველო დონორ ორგანიზაციებთან ერთად იყო  წარმოდგენილი: ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID,   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ   და ევროკავშირის წარმომადგენლობა, შვედეთის საელჩო და ავსტრიის განვითარების სააგენტო პროექტ GRETA-ს ფარგლებში.  


ITB-2023-ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ ტურიზმის პროგრამების ექსპერტი თინათინ გვენეტაძე.


„გამოფენა ძალიან წარმატებული იყო. ბევრი ვიზიტორი დაინტერესდა საქართველოთი. ისინი გაეცნენ ჩვენი ბენეფიციარების პროდუქტებს, იმ საქმიანობას, რაც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ჩვენ გვქონდა ღვინისა და საკვების პროდუქტების დეგუსტაცია. მოეწყო კერამიკისა და თექის მასტერკლასები. დამთვალიერებლებს ძალიან მოეწონათ და დიდი იმედი გაქვს ამ გამოფენის შემდეგ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება“,-აცხადებს თინათინ გვენეტაძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ ტურიზმის პროგრამების ექსპერტი.