გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხარაგაულს მგლები შეესია

20-07-2018

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მგლების შემოსევას ებრძვიან. სოფლებში ხემაღალსა და ბაზალეთში მტაცებელმა მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაუნადგურა.

"ჩემი მეწველი ძროხა მგლისგან შეჭმული ვნახეთ. იქვე ორი მგლის კვალი იყო. ვიზარალეთ, მაგრამ რა ვქნათ, თავს ზევით ძალა არ არის. მგელი ძალიან შემოგვეჩვია. თუ რამე არ ვიღონეთ, უფრო ცუდ დღეში ჩავვარდებით. გვეშინია, მგელი რომ მოვკლათ, დაგვაჯარიმებენ", -ამბობს ხვიჩა ჭიპაშვილი.


ბაზალეთის თემის მაჟორიტარის ვალერი ჭიპაშვილის თქმით, მგლების შემოსევა თუ ამგვარად გაგრძელდა, ხარაგაულის მაღალმთიანი სოფლები შესაძლოა მოსახლეობის გარეშე დარჩეს.


„აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირება, რადგან მგლის თავდასხმები უკვე ძალიან გახშირდა. მგელი, ფაქტობრივად, უკვე ეზოებში შევიდა, თუ ასე გაგრძელდა, ისედაც დაცლილ სოფლებში მოსახლეობას ცხოვრება ძალიან გაუჭირდება. კანონი გვაძლევს უფლებას, მგელი თავდასხმის მომენტში გავანადგუროთ. მე ასეთ გზას მივმართავ, – აღვწერ ბაზალეთის თემში ბოლო დროს მომხდარ ფაქტებს და შუამდგომლობას დავაყენებ მერიის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს და მათ რეაგირებას დაველოდები," - ამბობს ჭიპაშვილი.

pia