გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპში უფასო ოფთალმოლოგიური აქცია ჩატარდა

18-03-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში, უფასო ოფთალმოლოგიური აქცია ჩატარდა.

 

აქცია კლინიკა ნიუ ვიჟენის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

კლინიკის ოფთალმოლოგმა იოანე შათირიშვილმა აქციის ფარგლებში 40 პაციენტს გამოკვლევა და კონსულტაცია გაუწია.

 

აქციის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი გაეცნენ.