გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპში, ჭიდაობა სამბოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

20-03-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსში სამი დღე მიმდინარეობდა საქართველოს პირველობა ჭიდაობა სამბოში (ჭაბუკები, ახალგაზრდები, კადეტები).

 

ასაკობრივი ჯგუფებისა და წონის მიხედვით კასპელმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრანჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ჭაბუკები 79 კგ წონითი კატეგორია, ოქროს მედალი დამსახურებულად სანდრო ახლოურმა მოიპოვა, რომელმაც მეორე წრეში ოთხივე მეტოქე დაამარცხა.

 

ვერცხლის მედალოსნები: კადეტები - 46 კგ წონითი კატეგორია თემო გოგრიჭიანი, 53 კგ წონითი კატეგორია ალეკო ხიზამბარელი.

 

ბრინჯაოს მედალოსნები: ჭაბუკები 53 კგ წონითი კატეგორია გიორგი ხიზამბარელი, კადეტები 71 კგ წონითი კატეგორია საბა თაყაიშვილი და ახალგაზრდები 79 კგ წონითი კატეგორია სოსო ჟივიძე.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა გამარჯვებულს, მათ მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს.